Saturday, May 12, 2012

,,კედელი"–ს ახალგაზრდა თაობა

სათემო ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს კადრების ცვლა. ამ ეტაპზე ცენტრს ყავს ახალგაზრდა მოხალისეები, რომელთა ასაკი 15 წლიდან იწყება. 2012 წლის ივნისში ცენტრის მმართველობაში მოხდა ცვლილება. კოორდიანტორის ასისტენტის თანამდებობა დატოვა როინი მდივნიშვილმა, ხოლო ის ჩაანაცვლა თამარ სისვაძემ, რომელიც უკვე  2 წელია აქტიურად არის ჩართული ცენტრის საქმიანობაში. მისი ინიციატივით სათემო ცენტრის ახალგაზრდები გეგმავენ და ანხორციელებენ კულტურულ და სპორტულ ღონისძებებზე. თამარი ასისტენტობამდე მხოლოდ კულტურულ და სპორტულ მიმართულებაზე იყო პასუხისმგებელი პირი. ამჯერად ის ხელმძღვანელობს გამაჯანსაღებელ ცენტრს და აქტიურად არის ჩართული ყველა მიმართულებით, რასაც სათემო ცენტრი ანხორციელებს თემში.