Saturday, May 12, 2012

ფრენბურთის ჩემპიონატი 10.05.2012

2012 წლის 10 მაისს სათემო ახალგაზრდული ცენტრი ,,კედელი"-ს ორგანიზებით ჩატარდა ფრენბურთის ჩემპიონატი აფენის და მის მეზობელ სოფლებში მაცხოვრებელი გოგონების მონაწილეობით. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 48 მონაწილემ. ღონისძიება დააფინანსა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა. პირველ ადგილზე აფენის N1 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.