ჩვენს შესახებ


ახალგაზრდული სათემო ცენტრი ,,კედელი" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში 2008 წლიდან ანხორციელებს საქმიანობას. ცენტრი შეიქმნა ,,საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის" ხელშეწყობით და ,,ფონდ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" დაფინანსებით.

თავდაპირველად ცენტრის საქმიანობაში ჩაერთო 15 კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომლებმაც საკუთარი ძალებით გაარემონტეს და დააფუძნეს ახალგაზრდული ცენტრი სოფელში. 

ცენტრს აქვს სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც ის ანხორციელებს საქმიანობებს აფენის თემში. 


 ორგანიზაციის მიზნები: 

მისია: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის თემში სამოქალაქო საზოგადოების განათლების დონის ამაღლება, ახალგაზრდებისათვის, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის და აქტიური ქალებისათვის ყოფითი პირობების გაუმჯობესება.

მიზანი: მოსახლეობის შესაძლებლობების რეალიზაციის ხელშეწყობით თემში არსებული სოციალური პირობების გაუმჯობესება, ახალგაზრდების გააქტიურება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა.


იდეალური ხედვა: განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, სადაც იქნება დაცული ადამიანის უფლებები, ხელმისაწვდომი იქნება განათლება და აღარ იარსებებს სოციალურად დაუცველი ფენები.

მიმართულებები:
  •  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ახალგაზრდებისა და ქალების განათლება და ინფორმირება, მათთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების შეთავაზება 
  •  სოციალიურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემების ლობირება