Friday, May 31, 2013

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სათემო ახალგაზრდული ცენტრი ,,კედელი"–ს ორგანიზებით და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დაფინანსებით აფენში არსებულ საბავშვო ბაღებს გადასეცათ სათამაშოები. ბაღებში ჩატარდა ასევე აქცია ცარცით ხატვა.

Wednesday, May 29, 2013

2013 წლის 17 მაისს სოფელ აფენის თემში ჩატარდა სკოლებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი. მასში მონაწილეობას იღებდა  4 სკოლა.   N1,  N2, გვიმრიანის ცხრაწლიანი და ჭაბუკიანის ცხრა წლიანი სკოლები. გამარჯვებულთათვის ჯილდოები  გადმოგვცა სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურმა.

Friday, May 10, 2013

9 მაისი - დასუფთავრების აქცია ,,მე მიყვარს ჩემი სოფელი"

9 მაისს ახალგაზრდული ცენტრი ,,კედელი"-ს ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია სახელწოდებით ,,მე მიყვარს ჩემი სოფელი". აქციის ფარგლებში დასუფთავდა სოფელშჲ არსებული შინმოუსველთა პარკის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული აქცია თემატურად მიეძღვნა 9 მაისის დღესასწაულს.

Friday, October 5, 2012

              5 ოქტომბერს ცენტრის ბაზაზე გაიმართა ინტელექტუალური თამაში ,,რა, სად, როდის!" ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს IX კლასის მოსწავლეებმა. თამაში სამ ეტაპად გაიმართა. სულ მონაწილეობა მიიღო 14მა მონაწილემ. პირველ ადგილზე გასულ გუნდის წევრებს გადაეცათ სიგელები, ასევე დასახელდა დღის მოაზროვნე, რომელიც სათემო ცენტრმა განსაკუთრებული სიგელით დააჯილდოვა.
                ღონისძიება ჩატარდა ფონდი ,,ტასო"–ს პროექტის ფარგლებში.

Thursday, August 16, 2012

საქველმოქმედო კონცერტი

      2012 წლის 10 აგვისტოს სოფელ აფენის კულტურის სახლში ჩატარდა გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი აფენის ახალგაზრდების მონაწილეობით. კონცერტი ჩატარდა ფონდი ,,ტასო"-ს პროექტის და ,,ფონდ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" პროგრამული საქმიანობის ფარგლებში. ღონისძიებაზე შედგა სათემო ცენტრი ,,კედელი"-ს მიმდინარე პროექტის ,,გზა წიგნიერებისკენ"-ს პრეზენტაცია. საქველმოქმედო კონცერტის სახელიც პროექტის შესაბამისი იყო. 
    კონცერტზე შემოსული თანხით შეიძენს წიგნებს და გაამრავალფეროვნებს იმ საბიბლიოითეკო ფონდს, რომელიც ფონდი ,,ტასო"-ს პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

Thursday, August 2, 2012

     10 აგვისტოს სათემო ცენტრი ,,კედელი" სოფელ აფენის კულტურის სახლში გეგმავს გრანდიოზულ საქველმოქმედო აქცია კონცერტს.  ამ ეტაპზე ცენტრს აქვს მიმდინარე პროექტი ,,გზა წიგნიერებისკენ", რომელსაც ცენტრის ახალგაზრდა თაობა ანხორციელებს. პროექტის ფარგლებში სათემო ცენტრის ბაზაზე მოეწყო ბიბლიოთეკა. ღონისძიების მიზანი, ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეძენაა. 2012 წლის საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხით ცენტრი შეიძენს წიგნებს და გაამდიდრებს ბიბლიოთეკას.
     ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სოფელში არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და შემოქმედი ახალგაზრდები. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეპეტიციები ცენტრის ბაზაზე.