Thursday, August 2, 2012

     10 აგვისტოს სათემო ცენტრი ,,კედელი" სოფელ აფენის კულტურის სახლში გეგმავს გრანდიოზულ საქველმოქმედო აქცია კონცერტს.  ამ ეტაპზე ცენტრს აქვს მიმდინარე პროექტი ,,გზა წიგნიერებისკენ", რომელსაც ცენტრის ახალგაზრდა თაობა ანხორციელებს. პროექტის ფარგლებში სათემო ცენტრის ბაზაზე მოეწყო ბიბლიოთეკა. ღონისძიების მიზანი, ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეძენაა. 2012 წლის საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხით ცენტრი შეიძენს წიგნებს და გაამდიდრებს ბიბლიოთეკას.
     ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სოფელში არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და შემოქმედი ახალგაზრდები. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეპეტიციები ცენტრის ბაზაზე.