Monday, July 9, 2012

სათემო ცენტრი ,,კედელი"–ს ბაზაზე ფონდი ,,ტასო"–ს პროექტის ფარგლებში ამოქმედდა ბიბლიოთეკა. პროექტი ,,გზა წიგნიერებისკენ" აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ ეტაპზე ახალგაზრდები აქტიურად კითხულობენ ბიბლიოთეკაში განთავსებულ ლიტერატურას და უახლოეს მომავალში იგეგმება წაკითხული წიგნების პრეზენტაციები და თანატოლებთან შეხვედრები.
პროექტის ფარგლებში გავიარეთ კონსულტაციები სოფელში არსებულ ბიბლიოთეკართან. ბიბლიოთეკარის დახმარებით აღვწერეთ ყველა წიგნი და კატეგორიების მიხედვით განვათავსეთ. პროექტის ფარგლებშივე შევიძინეთ მუსიკალური საკრავები ქალთა ჯგუფისთვის.