Tuesday, June 19, 2012

სოფელ აფენში მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები საკმაოდ ბევრია. სათემო ცენტრმა ,,კედელმა" შემოიკრიბა ნიჭიერი ახალგაზრდა გოგონები და ჩამოაყალიბა ფოლკლორის წრე. ხალხური სიმღერის წრე საკმაოდ აქტიურად ფუნქციონირებს და სამომავლოდ გეგმავს ღონისძიებას, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში გაცნობებთ.