Sunday, May 27, 2012

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სათემო ცენტრი ,,კედელი" აფენის თემში არსებულ ბაღებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის დაფინანსებით გადასცემს სათამაშოებს და ჩაატარებს თითოეულ ბაღთან აქცია ცარცით ხატვას.ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სოფელ აფენის საბავშვო ბაღების 120–ზე მეტი აღსაზრდელი.